Belive

გიბრალტარის მწვრთნელი: "საქართველომ მოლოდინები გაამართლა, მათ ძლიერი გუნდი ყავთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები - 4:0 დაამარცხა და ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიის შეხვედრის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ ჯგუფში გალიდერდა. მატჩის დასრულების შემდეგ, გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულიო რიბასმა პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"გილოცავთ გამარჯვებას. პარალელური მატჩის ფრედ დასრულების გამო თქვენ პირველ პოზიციაზე ხართ და შემდეგი მატჩებისთვის კარგი პოზიცია გაქვთ. თამაში საინტერესო გამოდგა და ამით კმაყოფილები ვართ. კმაყოფილი არ ვარ შედეგით, თუმცა თამაშით ნასიამოვნები ვარ. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ. ჩვენი მთავარი ყურადღება ახლა ჩრდ. მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩზეა და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შურისძიებაზე ამ ეტაპზე კონცენტრირებულნი არ ვართ. საქართველოს ნაკრების თამაში მარტის თვეშიც მქონდა ნანახი და მატჩისწინა ინფორმაციაზე დაყრდნობით, რთულ მატჩს ველოდით და ასეც გამოვიდა. რა ინფორმაციაც გვქონდა საქართველოზე, მეტოქემ ეს მოლოდინი გაამართლა", - თქვა გიბრალტარის ნაკრების ურუგვაელმა მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლების გატანა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გურამ კაშიამ, გიორგი მიქაუტაძემ და ვაკო ყაზაიშვილმა მოახერხეს.

სხვა სტატიები