Belive

გია გრიგალავა ტულას არსენალში დაბრუნდა 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გია გრიგალავა კარიერას ტულას "არსენალში" გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელი, 2021/22 წლების სეზონში "ხიმკის" შემადგენლობაში თამაშობდა, სადაც მონაწილეობა 10 შეხვედრაში მიიღო, ახლა კი ყოფილ კლუბში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბი Telegram-ში ავრცელებს. გრიგალავას კარიერის განმავლობაში "ნიჟნი-ნოვგოროდის", მახაჭკალის "ანჟის", "როსტოვის", "კრილია სოვეტოვის", კვიპროსული "ეთნიკოსისა" და "პაფოსის" შემადგენლობაში უთამაშია, ტულას "არსენალის" შემადგენლობაში კი 93 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული. გია გრიგალავამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა, ბოლოს კი იქ 2021 წლის მარტში, შვედეთის, ესპანეთის  და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში იყო გამოძახებული.

სხვა სტატიები