Belive

გია გეგუჩაძე: "გამარჯვება პრესტიჟის საქმეა, ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პოზნანის "ლეხთან" საპასუხო შეხვედრის წინ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ მოახლოებულ შეხვედრაზე და გუნდში არსებულ ატმოსფეროზე კომენტარი გააკეთა.
"იმედი მაქვს ხვალინდელ თამაშში განწყობა სათანადო იქნება, გამარჯვება ჩვენი პრესტიჟის საქმეა. როგორც მე ვხედავ, ფეხბურთელები გამარჯვებისთვის მზად არიან. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. დიდი ანგარიშით მარცხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ბიჭების განცდებია. ფეხბურთი ემოციური თამაშია, ემოციებისგან დაცლილი ადამიანისთვის თამაში რთულია. მე ამ ბიჭების მეიმედება, ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, ჩემი ფეხბურთელების მჯერა", - თქვა გია გეგუჩაძემ.
"დინამო ბათუმისა" და პოზნანის "ლეხის" დაპირისპირება ბათუმში, 28 ივლისს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი პოლონეთის ჩემპიონის გამარჯვებით - 5:0 დასრულდა.

სხვა სტატიები