Belive

ჟერსონ როდრიგეშს ბრალად ედება ოჯახური ძალადობა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერს და ბრატისლავის "სლოვანის" ფეხბურთელს ჟერსონ როდრიგეშს ბრალად ედება ოჯახური ძალადობა. გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც პროკურატურა 15 თვიან პირობით პატიმრობას ითხოვს.

ჟერსონ როდრიგეშს ბრალი ედება ყოფილი პარტნიორის ემილი ბოლანდის (მის ლუქსემბურგი 2020) მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.

როგორც ლუქსემბურგის მედია იტყობინება, ჟერსონ როდრიგეშის განაჩენი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალის მეორე დღეს 27 მარტს გამოცხადდება.

შეგახსენებთ, 21 მარტს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე უმნიშვნელოვანესი პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სწორედ ლუქსემბურგი დაუპირისპირდება, სადაც ჟერსონ როდრიგეშიც მიიღებს მონაწილეობას.

ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებში დიდი დანაკლისია, მათი ერთ-ერთი ლიდერი დანელ სინანი საქართველოსთან გასამართ მატჩს ბარათის გამო გამოტოვებს, "სანქტ პაულის" ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ასევე ლუქსემბურგის ნაკრებს ვერ დაეხმარება დანი მოტა, რომელმაც ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა. მათ ასევე ვერ დაეხმარებათ აზერბაიჯანული "საბაჰის" ფორვარდი ვინსენტ ტილი, მან "ყარაბაღის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია რის შემდეგაც ოპერაცია გაიკეთა. ლუქსემბურგის ნაკრების და "ავსტრია ვენის" მცველმა მარვინ მარტინსმა "რაპიდის" წინააღმდეგ ბარძაყის ტრავმა მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მისი თამაში გამორიცხულია.

სხვა სტატიები