Belive

გერმანული მანქანის მესაჭე იუბილარია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს 59 წელი შეუსრულდა.  ლიოვი ბუნდესნაკრებს 2006 წლიდან თავკაცობს. მანამდე, 2004-06 წლებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო. გერმანიის ნაკრებთან ერთად, ლიოვმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. მანამდე, 2008 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ლიოვმა ტრიუმფით დაასრულა. გერმანია ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგა და დამსახურებულად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. 2017 წელს, მისი მომზადებული ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა კრახი განიცადა და ჯგუფში ჩარჩა. 2014 წელს იოახიმ ლიოვი წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. იოახიმ ლიოვის სტატისტიკა გერმანიის ნაკრებში დანიშვნის დღიდან, 2006 წლის 12 ივლისიდან დღემდე ასეთია: მატჩი: 171 მოგება: 110 ფრე: 32 წაგება: 29 გატანილი ბურთი: 401 გაშვებული ბურთი: 163 მოგების პროცენტულობა: 64.33%

სხვა სტატიები