Belive

,,გეიე სენეგალში გმირია'' - ჟურნალისტი იდრისაზე, რომელმაც LGBT თემის მხარდამჭერი ფორმით თამაშზე უარი თქვა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველმა, იდრისა განა გეიემ, გასულ სეზონში ,,მონპელიესთან'' ლიგა 1-ის შეხვედრა პირადი მიზეზების გამო გამოტოვა. აღნიშნული ტური ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაემთხვა და საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა გუნდის მაისურზე LGBT თემის დროშის ფერები იყო ასახული. პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, მაშინვე დაადასტურა, რომ გეიეს მატჩის გამოტოვების მიზეზი ტრავმასთან არ იყო დაკავშირებული, RMC Sport-მა კი დაწერა, რომ ფეხბურთელმა ,,ცისარტყელა დროშით'' თამაშზე უარი თქვა.



  გეიეს გადაწყვეტილებას სენეგალელი ჟურნალისტი, ბაკარი სისე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ იდრისას სამშობლოში უდიდესი მხარდაჭერა აქვს:
,,არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გეიე დაიბადა სენეგალში, სადაც გაიზარდა და განათლება მიიღო. ჩვენ პატივს ვცემთ ყველაფერს, რასაც სხვები აკეთებენ, მაგრამ არ მივყვებით კულტურაში. გეიე სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ამას ვერავინ გაიგებდა. დღეს იდრისას ყველა სენეგალელისა და ყველა აფრიკელის მხარდაჭერა აქვს. სენეგალში, რა თქმა უნდა, ის გმირად შერაცხეს, ჩვენთვის ის გმირია. რას ვიტყოდი, გეიე სხვავგვარად რომ მოქცეულიყო? ბევრად უფრო შოკირებულები ვიქნებოდით,'' - სისეს სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკის საბჭოს სურდა, რომ გეიეს თავად აეხსნა თუ რატომ გამოტოვა შეხვედრა. სენეგალელს მაშინ მხარდაჭერა ,,კრისტალ პალასის'' მცველმა, შეიხუ კუიატემ, გამოუცხადა, რომელმაც სოციალურ ქსელში თანამემამულეს ,,ნამდვილი კაცი'' უწოდა. თუმცა, კუიატემ დაწერილი პოსტი მალევე წაშალა.

სხვა სტატიები