Belive

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნუნიესი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია, მცდარია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის მე-12 ტურში ,,ლივერპულმა'' ,,ვესტ ჰემს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი დარვინ ნუნიესმა გაიტანა.

Amazon Prime-ს რეპორტაჟისას, კომენტატორმა, იან დარკმა, თქვა, რომ ურუგვაელმა აღნიშნულ შეხვედრაში, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ყველაზე მაღალი სიჩქარე დააფიქსირა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და არაერთმა გვერდმა (მათ შორის გამოცემებმა - Mail, Daily Star, SPORTbible) დაწერა, რომ ნუნიესმა 38კმ/სთ განავითარა, რითაც კაილ უოკერის რეკორდი (37,8კმ/სთ) გააუმჯობესა.

მალევე ინფორმაცია Opta-მ გადაამოწმა და განახლებული სტატისტიკა შემოგვთავაზა. როგორც აღმოჩნდა, ნუნიესმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მაღალი სიჩქარე (36,5კმ/სთ) ნამდვილად დააფიქსირა, თუმცა ეს ჯერ კიდევ პირველ ტურში, ,,ფულემთან'' მატჩში მოხდა.

ამგვარად, პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად კვლავ კაილ უოკერი ითვლება, მეორე ადგილს ადამა ტრაორე (37,78 კმ/სთ) იკავებს, მესამეზე კი ვან ბისაკაა (37,59 კმ/სთ).


სხვა სტატიები