Belive

გავის პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა მთელი კარიერის ბარსელონაში გატარებას

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველმა - გავიმ, საკუთარი მომავალის შესახებ, ესპანურ მედიასთან, კერძოდ კი LaVanguardia-სთან ისაუბრა. 

გავიმ აღნიშნა, რომ მას "ბარსელონაში" კარიერის ბოლომდე თამაში სურს. 

"ვითამაშებ თუ არა მთელი კარიერის განმავლობაში ბარსელონაში?! - ვისურვებდი, რომ ასე იყოს. მე ამ კლუბისთვის სულსა და გულს ვდებ და მთელი შემართებით ვთამაშობ.

ამ კლუბზე ვგიჟდები და ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერებაა. სხვა კლუბში საკუთარი თავი არ წარმომიდგენია და არც მინდა დავიჯერო, რომ ერთ დღეს სხვა კლუბის მაისურით ვითამაშებ. იმედია ეს არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ჩემგან მსგავსი არაფერი იქნება და თუ კლუბს ჩემი გაშვება მოუნდება, წინასწარ ვერ ვიტყვი ამას. - გავი

შეგახსენებთ, რომ გავი "ლა მასიას" (ბარსელონას აკადემია) აღზრდილია. 2021 წლიდან კი ძირითადი კლუბის ღირსებას იცავს. 

გავის "ბარსელონას" პირველ გუნდში უკვე 107 მატჩი აქვს ჩაატარებული, სადაც 7 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. 

სხვა სტატიები