Belive

გავი, რაფინია და დემბელე მბაპეს სანაცვლოდ - პსჟ-მ ბარსელონას შეთავაზება უარყო

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილი ფრანგული სპორტული გამოცემის "L’Équipe"-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონამ" "პსჟ"-ს, კილიან მბაპეს სანაცვლოდ თანხა და 3 ფეხბურთელი შესთავაზა, თუმცა პარიზულმა გრანდმა ეს წინადადება უარყო. 

"ბარსელონა" კილიან მბაპეს დასამატებლად "პსჟ"-ში გავის, რაფინიასა და დემბელეს უშვებდა, ამასთან ერთად სატრანსფერო ღირებულებასაც იხდიდნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მბაპესა და "პსჟ"-ს გზები უკვე გაყოფილია, პარიზულმა კლუბმა ამ წინადადებაზე მაინც უარი განაცხადა.

"პსჟ" რამდენიმე დღეში მბაპესთან კიდევ ერთ და უკანასკნელ შეხვედრას გამართავს, თუმცა როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემები წერენ, მბაპეს უკვე ოფიციალურად აქვს გადაწყვეტილი, რომ კლუბს დატოვებს და 2023 წლის ახალ სეზონს სხვა კლუბში დაიწყებს. 

მიუხედავად იმისა, რომ მბაპემ "პსჟ"-ს წინასასეზონო ტურნეზე უარი განაცხადა, პარიზული კლუბი კვლავ ცდილობს, რომ 24 წლის ფეხბურთელთან ურთიერთობა დაალაგოს და 1 წლით მაინც კლუბში დაიტოვოს, თუმცა ამ ყველაფრის ძალიან მინიმალური შანსი არსებობს. 

მბაპეს გადაწყვეტილი აქვს, რომ კლუბს დატოვებს, მისი გადაბირებით კი მსოფლიოს თითქმის ყველა გრანდია დაინტერესებული. მთავარი ფავორიტი მადრიდის "რეალია", "სამეფო კლუბი" უკვე 2 წელზე მეტია რაც კილიან მბაპეს გადაბირებით სერიოზულად არის დაინტერესებული, ამისათვის კი სოლიდური თანხის გადახდას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე პარიზულ კლუბში 2017/2018 წლების სეზონიდან ირიცხება, რა დროშიც მან 260 მატჩი ჩაატარა, სადაც ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა: 212 გატანილი გოლი და 98 საგოლე გადაცემა. 

პსჟ-ს დატოვების შემთხვევაში, სად გააგრძელებს მბაპე კარიერას?!

მადრიდის რეალში
ჩელსიში
საუდის არაბეთში
სხვა...

სხვა სტატიები