Belive

გატუზო: ,,იტალიური და ინგლისური გუნდების შედარება უადგილოა, პრემიერლიგა NBA-ია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, თანამედროვე იტალიური ფეხბურთის დონე ინგლისურს შეადარა:

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იტალიური ფეხბურთი კატენაჩოს პროდუქტი აღარ არის. ,,კოვერჩიანომ'' მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ფეხბურთის ხედვა განახლდა. იტალიურ გუნდებთან თამაში რთულია. თუმცა, ინგლისურ კლუბებთან შედარება უადგილოა - ეს სხვა სამყაროა.

პრემიერლიგა NBA-ია. იტალიაში ძლიერ ფეხბურთელებს ვეღარ ყიდულობენ, როგორც ეს 20 წლის წინ იყო. ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად, რაღაც ახალი უნდა მოვიგონოთ. იმ წელს, როცა ,,ნაპოლიში'' ვმუშაობდი, ჩემპიონთა ლიგაზე 77 ქულით ვერ გავედით. უკვე რამდენიმე წელია, ბოლომდე უნდა დაიხარჯო,'' - გატუზოს სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეოთხედფინალში სამი იტალიური გუნდი გავიდა, რაც ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

სხვა სტატიები