Belive

გასკოინის გასაოცარი რაბონა პენალტი, რომელიც შესაძლოა არ გინახავთ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

“გაზას” სახელით ცნობილი გასკოინი თავისი თაობის ყველაზე გამორჩეული და საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი იყო, რომელმაც გულშემატკივარს თავი საოცარი გოლებითა და თავისი ემოციური, ორიგინალური ქმედებებით დაამახსოვრა. გასკოინი იყო საოცარი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, ტექნიკური გამთამაშებელი, რომელსაც გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება ერთნაირად კარგად გამოსდიოდა. მას ჰქონდა შესანიშნავი დრიბლინგი და პარალელურად, ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, რაც მას ძლიერ ოპონენტებთან ჭიდილისას, ბურთის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ნაკრებში გაზამ 57-ჯერ ითამაშა და 10 გოლის გატანა შეძლო. საკლუბო დონეზე კი, მან "ნიუკასლში", "ტოტენჰემში", "ლაციოში", "რეინჯერსსა" და სხვა კლუბებში ითამაშა. 1990 წელს, საქველმოქმედო შეხვედრაში, "ტოტენჰემი" ჩრდილოეთ ირლანდიის საუკეთესო თერთმეტეულს დაუპირისპირდა. სტუმრებმა პოლ ალენი საჯარიმოში წააქციეს, რის გამოც "ტოტენჰემის" სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიან ნიშნულთან გასკოინი მივიდა, რომელმაც გასაოცარი რაბონა პენალტი გაიტანა.

სხვა სტატიები