გარიგებული მატჩების გამო, უეფამ არსენალ ტივატი 10-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო, უეფამ მონტენეგროს გუნდს, არსენალ ტივატს, ევროტურნირებში მონაწილეობა 10 წლით აუკრძალა და 500 000 ევროთითაც დააჯარიმა.
როგორც BBC წერს, დისკვალიფიკაცია კლუბის რამდენიმე ფეხბურთელსა და ოფიციალურ პირებს შეეხოთ. უეფამ ფიფას მიმართა, რომ სანქციებმა მსოფლიოს მასშტაბით იმოქმედოს.
გარიგებული მატჩი 2023 წლის ივლისში, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, არსენალ ტივატსა და სომხურ ალაშკერტს შორის შედგა. გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო დაპირისპირებაში კი მონტენეგრული გუნდი 1:6 დამარცხდა (სწორედ ამ მატჩზე დაიწყო გამოძიება).
არსენალის ფეხბურთელს, ნიკოლა ჩელებიჩსა და სპორტულ დირექტორს, რანკო კრგოვიჩს, ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ, კიდევ 3 ფეხბურთელი - დუშან პულეტიჩი, ჩეტკო მანოილოვიჩი და რადულე ჟივკოვიჩი კი 10-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
Uefa bans disgraced club from all competitions for TEN YEARS over match fixing in Conference League https://t.co/8QxJK1ocF0
— The Sun Football ⚽ (@TheSunFootball) July 16, 2025