Belive

გარი ლინეკერი: "ხვიჩა კვარაცხელიას სახელი დაიმახსოვრეთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა.

"დაიმახსოვრეთ მისი სახელი. ის იმდენად კარგია, რომ ჩვენ ყველამ უკვე ვიცით, როგორ უნდა გამოვთქვათ მისი გვარი", - წერს 62 წლის ინგლისელი.

გარი ლინეკერმა ამ შინაარსის შემცველი პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა, კრისტიან ვიერიმ თქვა, რომ თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" 22 წლის ქართველ ფეხბურთელს დაიმატებს, მაშინ ჯორჯ ბესტის დრო დაბრუნდება.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

რაც შეეხება “ნაპოლის”, 26 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, გუნდი სერია A-ში 68 ქულით ერთპიროვნულად და უახლოეს კონკურენტ მილანის “ინტერთან” 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. შემდეგ მატჩს ნეაპოლელები შიდა ჩემპიონატში 19 მარტს, “ტორინოს” წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 16 მარტს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო დუელში ფრანკფურტის “აინტრახტს” საშინაო კედლებში შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები