გარი ლინეკერი: "ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გერმანიის ნაკრებია"
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალური ეტაპის სავარაუდო წყვილი შეაფასა.
გერმანიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პარაგვაისთან მატჩისთვის ემზადება, ხოლო საფრანგეთი შვედეთს უნდა შეხვდეს. ტურნირის მომდევნო რაუნდში მსოფლიოს ორი ჩემპიონის პოტენციური დუელი ერთ-ერთ საუკეთესო წყვილად მიიჩნევა.
"ვფიქრობ, ეს გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრებია, რომელიც კი ოდესმე მინახავს. საფრანგეთს მეოთხედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. გერმანია თავისი წარსულით ცხოვრობს. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ მათ გასულ ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპიც კი ვერ გადალახეს. ასე რომ, ვფიქრობ, ყველას შეგიძლიათ მშვიდად გეძინოთ", - ამბობს ინგლისელი ექსპერტი.
გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი 4-ჯერ აქვს მოგებული, საფერანგეთს კი ეს მიღწევა ორჯერ აქვს მოპოვებული.