Belive

გარეთ ბეილმა უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ ისაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უელსის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" შემტევმა გარეთ ბეილმა Sky Sports-თან ინტერვიუში გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა, არაერთ საინტერესო კითხვასთან ერთად უელსელს უცხოპლანეტელების არსებობის შესახებას ჰკითხეს
"ყველგან შეხვდებით მათი არსებობის მტკიცებულებას. ჩვენ ისინი უნდა გამოვიკვლიოთ, მე ამ ამბით ძალიან დაინტერესებული ვარ. ჰარი კეინს მათი არ სჯერა, რადგან არც არაფერი არ გამოუკვლევია. ჯო როდონი დავარწმუნე, თუმცა  მას მაინც აბრკოლებს რაღაც, შეუძლებელია ამდენი მტკიცებულება მათი არსებობის შესახებ ტყუილი იყოს"
ბეილს ასევე დაუსვეს კითხვა თუ ვინაა მისთვის საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც ერთ კლუბში უთამაშია, აქ უელსელმა კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა და თქვა რომ მან დიდი ხნის მანძილზე შეძლო უმაღლეს დონეზე დარჩენა, და ისიც რომ სწორედ პორტუგალიელი ეხმარებოდა მადრიდის "რეალში" პირველ ვარჯიშზე, რადგან მხოლოდ მან იცოდა ინგლისური ენა ესპანურ კლუბში

სხვა სტატიები