Belive

განხეთქილება პსჟ-ში: სამხრეთამერიკელები ჟორჟინიო ვეინალდუმის წინააღმდეგ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ჟორჟინიო ვეინალდუმი "პარი სენ-ჟერმენში" თავს ცუდად გრძნობს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რაზეც წინა კვირებშიც აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ ბოლოს ნიდერლანდელის არასახარბიელო მდგომარეობას კიდევ ერთი ფაქტორი დაემატა - ​სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები ვარჯიშების დროს მას მხარს არ უჭერენ. L'Equipe იტყობინება, რომ მათი მხარდაჭერის ნაკლებობის მიზეზი, სავარაუდოდ, მომდინარეობს ჭორებიდან, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან იმ კონკურენციის გამო, რომელსაც ვეინალდუმი უქმნის არგენტინელ ფეხბურთელს, ლეანდრო პარედესს. ​პარედესმა ამ სეზონში ლიგა 1-ში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა ბარძაყის ტრავმის გამო, ამასობაში კი ვეინალდუმმა, რომელიც პარიზელებს 2021 წლის ზაფხულში, "ლივერპულიდან", თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, საფრანგეთის ჩემპიონატში 10-ჯერ ითამაშა. აქამდე, 30 წლის ფეხბურთელმა აღიარა, რომ პარიზულ გრანდში თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა, რისი მთავარი მიზეზიც მაურისიო პოჩეტინოს მხრიდან უნდობლობაა. თავდაპირველად, არგენტინელმა სპეციალისტმა იდრისა გეიეს და მარკო ვერატის საყრდენი ნახევარმცველების დუეტს მიანიჭა უპირატესობა, თუმცა შემდეგ სასტარტო თერთმეტეულში თავისი ადგილი მოიპოვა. მიმდინარე სეზონში, ჟორჟიონი ვეინალდუმმა "პსჟ-ს" მაისურით 14 შეხვედრაში ითამაშა.

სხვა სტატიები