Belive

"განადგურებული ვარ, ჩვენს საქციელს გამართლება არ აქვს" - მო სალაჰი

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მერსისაიდული გრანდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

"ლივერპული" უკანასკნელი 10 ტურის განმავლობაში არ დამარცხებულა, თუმცა "ასტონ ვილასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, კლოპის გუნდის ევროპულ ამბიციებს წერტილი დაესვა - უპრესტიჟულესი ევროპული საკლუბო ტურნირის ნაცვლად, "ლივერპული" რანგით მეორე ტურნირზე იასპარეზებს.

მომხდართან დაკაშირებით კომენტარი გუნდის ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა გააკეთა, რომელმაც იმედგაცრუება ვერ დამალა.

"განადგურებული ვარ - ჩვენს საქციელს გამართლება არ აქვს. ყველაფერი გვქონდა იმისთვის, რომ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გვეთამაშა, მაგრამ ვერ შევძელით. ჩვენ ვართ "ლივერპული" და ტურნირზე მონაწილეობის მიღება ის მინიმუმია, რასაც ჩვენგან ელიან. გულშემატკივრებსა და საკუთარ თავებს იმედი გავუცრუეთ", - მო სალაჰი.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სალაჰმა 19 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები