Belive

გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე მესიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
,,ბარსელონას'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ, კატალონიურ გუნდთან გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
- მადლობა ბარსა TV-სგან. თქვენ კარგი მოგონებები გაიხსენეთ... ამ რთულ დროს, იქნებ, საუკეთესო მომენტი დაასახელოთ. - საუკეთესო დღე იყო მაშინ, როცა ჩემი დებიუტი შედგა და ჩემი ოცნება ახდა. არასდროს დამავიწყდება დღე, როდესაც ყველაფერი დაიწყო. - ბოლო დღეებსა და საათებში ყველა შოკირებულია, როდესაც გეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო და ბარსაში რჩებოდით, რა შეიცვალა? - გუნდმა და ლაპორტამ ყვეალაფერი გააკეთეს, თუმცა ლა ლიგის გადაწყვეტილება ასეთია. შარშან გუნდში დარჩენა მინდოდა და დავრჩი, წელსაც მსურდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ბევრმა რამ გაიარა ჩემს გონებაში. ახლა ზუსტად არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. რეალობისთვის თვალის გასწორება მიჭირს, ჩემი ცხოვრება მთლიანად იცვლება. წინ რთული ცვლილება გველის. ჩემს ოჯახს სურდა, მთელი ცხოვრება აქ გაეტარებინა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. - სად მიდიხართ სათამაშოდ? პსჟ ფავორიტია? - ჯერჯერობით ვერაფერს დავადასტურებ. ჩემი დამატებით ბევრი გუნდია დაინტერესებული. - ადამიანებს ბარსელონას მესის გარეშე წარმოდგენა უჭირთ. თქვენ როგორ წარმოიდგენდით? - ბარსას ძალიან მაგარი გუნდი ჰყავს, კიდევ ბევრ ფეხბურთელს დაიმატებენ. როგორც ლაპორტამ თქვა, გუნდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ერთი ფეხბურთელი. ადამიანები ამასაც ისე შეეგუებიან, როგორც ყველაფერს. კიდევ ვიმეორებ, გუნდს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. - ხავიერ ტებასის ფაქტორი აქამდე არავის უხსენებია. სწორედ ის იყო ჩართული ამ პროცესში? რას იტყოდით მასზე? - მას რამდენიმეჯერ შევხვდი, ვისაუბრეთ და, სიმართლე გითხრათ, მასზე ახლა სათქმელი არაფერი მაქვს, მასთან პრობლემა საერთოდ არ მქონია.
5 აგვისტოს ,,ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი ლეოს ახალ კონტრაქტს ლა ლიგაში არსებული შეზღუდვების გამო ვერ უფორმებდა. მესის ,,ბარსელონასთან” არსებული ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ სეზონში არგენტინელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები