Belive

"გამორიცხულია - კვარა არსად მიდის" - ნაპოლი ნიუკასლის ინტერესს გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯიუნტოლი მისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი "ნიუკასლ იუნაიტედის" ინტერესს გამოეხმაურა და თქვა, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი გუნდს არ შეიცვლის - მისი კონტრაქტის გაყიდვა ამ ეტაპზე კლუბის ინტერესებში არ შედის.

იტალიური SportExpress-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ შეკითხვას ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ არსებული ინტერესის შესახებ კრისტიანო ჯიუტოლიმ ასე უპასუხა: "იმის მიუხედავად, თუ რამდენი იქნება შემოთავაზებული თანხის ოდენობა, აბსოლუტურად არანაირი შანსი არ არსებობს, რომ კვარაცხელია გავუშვათ".

მოგვიანებით, "ნაპოლიმ" გამოაქვეყნა განცხადება, რომ ჯიუნტოლის აღნიშნული მედია-საშუალებისთვის ოფიციალური ინტერვიუ არ მიუცია.

ასევე, იტალიური გამოცემები წერენ იმის შესახებაც, რომ კვარაცხელიას დამატების მსურველთა რიცხვში "ნიუკასლი" ერთადერთი გუნდი არ არის და "კაჭკაჭების" გარდა სიაში "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი" და სხვები არიან.

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჯამში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მის აქტივში 8 გატანილი გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები