ლონდონის "ტოტენჰემი" ახალ სტადიონზე გადასაბარგებლად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილი გუნდი რამდენიმე წელია საშინაო მატჩებს "უემბლიზე" ატარებს.
რაც შეეხება ახალ მოედანს, ის "ტოტენჰემის" სახელს ატარებს და 62 000 მაყურებელზეა გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ ახალმა სტადიონმა დღეს აშენებიდან პირველად უმასპინძლა საფეხბურთო მატჩს. ლონდონელთა 18-წლამდე გუნდი "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა.
ინგლისურმა მედიამ ცოტა ხნის წინ ბილეთების ფასებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, რომელმაც ადგილობრივებში დიდი აღშფოთება გამოიწვია.
საქმე იმაშია, რომ "ტოტენჰემის" ახალ სტადიონზე დასასწრებად ზრდასრულებს 795 ევროს, მოზარდებს 595-ის, პატარებს კი 395 ევროს გადახდა მოუწევთ.
ცნობისთვის, პოჩეტინოს გუნდი სადებიუტო მატჩს სტადიონზე 3 აპრილს, "კრისტალ პალასთან" გამართავს.