Belive

გალათასარაის ედერსონის შეძენა სურს, მანჩესტერ სიტიმ შემცვლელი უკვე მოძებნა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გალათასარაიმ მანჩესტერ სიტის ედერსონის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო შესთავაზა, თურქული გრანდი 31 წლის მეკარის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. Sky Sports-ის ინფორმაციით ბრაზილიელის ჩასანაცვლებლად მანჩესტერული გუნდი თავისი ყოფილი მეკარის დაბრუნებას შეეცდება, ქალაქელების მთავარი სამიზნე ჯეიმს ტრაფორდია, რომელიც მანჩესტერ სიტის აკადემიის აღზრდილია, 2023 წელს კი დაახლოებით 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბარნლიში გადაბარგდა.

მანჩესტერ სიტისა და ბარნლის შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, მაგრამ მანჩესტერული კლუბი ცდილობს, რომ დასახელებულ თანხაზე ნაკლები გადაიხადოს, ბარნლი კი ტრაფორდს დაახლოებით 45 მილიონ ევროდ აფასებს.

გარიგება ასევე დამოკიდებულია ორტეგას ან ედერსონის წასვლაზე.

სხვა სტატიები