Belive

გაგი მარგველაშვილი კარიერას ამერიკულ ოქლენდ რუთსში გააგრძელებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გაგი მარგველაშვილი კარიერას ამერიკულ "ოქლენდ რუთსში" გააგრძელებს. ქართველი ცენტრალური მცველის ტრანსფერს ოქლენდის გუნდის ოფიციალური საიტი გამოეხმაურა.

გაგი ის ფეხბურთელია, რომელსაც ვაკვირდებოდით და გვსურს მალე ვიხილოთ ის ჩვენი გუნდის რიგებში. ის არის ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატების უმაღლესი დივიზიონების მრავალგზის გამარჯვებული. ჩვენ გუნდში ასეთი წარმატებული ფეხბურთელების მოყვანა მნიშვნელოვანია. - ნოა დელგადო - "ოქლენდ რუთსის" მთავარი მწვრთნელი

"ოქლენდ რუთსი" ამერიკის მეორე დივიზიონის გუნდია და დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს.

გაგი მარგველაშვილმა კარიერის უმეტესი ნაწილი თბილისის "საბურთალოში" გაატარა, შემდეგ "დინამო ბათუმის" რიგებშიც ირიცხებოდა, ბოლოს კი მაკედონიურ "შკუპში" ასპარეზობდა.

"საბურთალოსთან" ერთად მოგებული აქვს 2018 წელს ეროვნული ლიგა, 2019 წელს საქართველოს თასი და 2020 წელს საქართველოს სუპერთასი

2021 წელს კი "დინამო ბათუმთან" ერთად მოიგო ეროვნული ლიგის ჩემპიონატი.

ბოლოს მაკედინიურ გუნდში ყოფნისას ის მაკედონიის პირველი დივიზიონის გამარჯვებული გახდა 2021/22 წლების სეზონში.