Belive

გაერთიანებული პრემიერლიგა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობით - რუსეთში ახალი ტუნირი იქმნება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრის მოადგილემ - ოდეს ბაისულტანოვმა განმარტა, თუ ვის ექნება "გაერთიანებულ პრემიერლიგაში" მონაწილეობის უფლება.
"ტურნირის გამართვა 2023 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით იგეგმება და დიდების გარდა, ჭაბუკების ჩართვაც გვსურს. აღსანიშნავია, რომ ტურნირის დაწყებამდე აუცილებელი იქნება შეკრებების მოწყობა. ტურნირში მონაწილეობას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონი, ზაპოროჟიე, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი და რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების გუნდები მიიღებენ”, - ბაისულტანოვის სიტყვებს RT ციტირებს.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ბარბაროსული კამპანია და უკრაინაში წარმოებული ომის აქტიური ფაზა დასრულებული არაა. მიუხედავად ამისა, რუსები ტურნირში ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ჩართვას გეგმავენ, მაშინ, როდესაც ამ ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ არაა ოკუპირებული.