Belive

გაბრიელ ჟესუსი კარიერას არსენალში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გაბრიელ ჟესუსი ლონდონის ,,არსენალში'' ითამაშებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმდნენ და ბრაზილიელი მალე ,,მეთოფეებთან'' ხელშეკრულებას 2027 წლამდე გააფორმებს. როგორც რომანო წერს, ,,არსენალი'' ,,მანჩესტერ სიტის'' 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ფუნტს გადაუხდის. გაბრიელ ჟესუსი ,,მანჩესტერ სიტიში'' 2017 წელს ,,პალმეირასიდან'' გადავიდა. გასულ სეზონში ბრაზილიელმა ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები