გაბრიელ სიგუა კარიერას ბაზელში გააგრძელებს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
თბილისის ,,დინამოს'' ნახევარმცველი, გაბრიელ სიგუა ,,ბაზელში'' ითამაშებს. ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 18 წლის ფეხბურთელი შვეიცარიაში ხვალ გაფრინდება და ახალ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.
მიმდინარე სეზონში სიგუას ანგარიშზე ,,დინამოს'' მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
,,ბაზელმა'', რომელიც შვეიცარიის 20-გზის ჩემპიონია, ახალ სეზონის პირველი მატჩი ,,სენტ გალენთან'' გამართა და 2:1 დამარცხდა.
შვეიცარიული კლუბი ევროპის კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც 27 ივლისს ,,ტობოლს'' შეხვდება.