Belive

გაბრიელ სიგუა ბაზელის შემადგენლობაში ბრუნდება

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს შვეიცარიის სუპერ ლიგის მე-5 ტურში ბაზელი საკუთარ არენაზე ლუგანოს დაუპირისპირდება.

გაბრიელ სიგუა ბაზელის შემადგენლობაში ბრუნდება. მან ბოლო ორი მატჩი „სერვეტის“ წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა. როგორც ბაზელის ოფიციალური საიტი წერს, დისკვალიფიკაციასთან ერთად სიგუას ფეხის არეში ტკივილიც აწუხებდა, იძულებითი შესვენება კი ქართველმა ნახევარმცველმა ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენა, რაც წარმატებით დასრულდა.

შეგახსენებთ, გაბრიელ სიგუას მიმდინარე სეზონის 8 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. შვეიცარიის ჩემპიონატში ბაზელი ბოლოსწინა მე-11 ადგილზეა.

სხვა სტატიები