"გაბრაზებული ვიყავი, რადგან მწვრთნელი ჩემს მაგივრად მაგუაიერს ათამაშებდა" - მარკოს როხო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა მარკოს როხომ საინტერესო განცხადება გაავრცელა. არგენტინელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ის ძალიან უკმაყოფილო იყო მისი სათამაშო დროით, იმის ფონზე თუ როგორ თამაშობდა ჰარი მაგუაიერი.
ეს უკანასკნელი "წითელ ეშმაკებს" რეკორდულ ფასად, 80 მილიონ ფუნტად შეუერთდა. ინგლისელი მცველი მუდამ ექცეოდა კრიტიკის ქვეშ, თუმცა, ის ახლაც "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანია.
სწორედ ამით იყო უკმაყოფილო მარკოს როხოც. მისი თქმით, მაგუაიერი ძირითადში ადგილს არ იმსახურებდა, თუმცა, სულშერი ეუბნებოდა, რომ მასში დიდი თანხა იყო გადახდილი და უნდა ეთამაშა.
"2019 წელს ევროპა ლიგაზე ვთამაშობდი, თუმცა, მწვრთნელზე მაინც ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან ჩემს ნაცვლად მაგუაიერს ათამაშებდა. მადლობა ღმერთს, როგორც იქნა ის ძირითადში აღარ თამაშობდა და მისი ადგილი ლისანდრო მარტინესს უკავია."
🚨🇦🇷 Marcos Rojo: “In 2019 I was playing in the Europa League, but I was angry with the coach because he was putting Maguire instead of me, who thank God finally they took him out from the starting lineup for Licha Martínez.” @TyCSports, @AlbicelesteTalk pic.twitter.com/So8y5eXnH7
— UtdPlug (@UtdPlug) April 27, 2023
"ერთ დღეს მივედი სულშერის ოფისში, რათა მეთქვა, რომ ჩემთვის ნება მიეცა სხვა კლუბში წავსულიყავი, ან სასტარტო შემადგენლობაში დავეყენებინე. მაგრამ, მან მითხრა, რომ მაგუაერს მისთვის გადახდილი ფულის გამო უნდა ეთამაშა." - განაცხადა როხომ TyC Sports-თან საუბრისას.
ამჟამად მარკო მშობლიურ არგენტინაში ასპარეზობს, სადაც "ბოკა ხუნიორსს" კაპიტნობს.