Belive

"ფურცელი დავინახე და მაშინვე მივხვდი რაც იყო, ავიღე და დავმალე" - აფან ციზმიჩი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

სულ რამდენიმე დღის წინ, ბოსნია ჰერცოგოვინამ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში იტალია პენალტების სერიაში დაამარცხა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14 წლის ბურთის მომწოდებელმა ბიჭმა ბოსნიას მნიშვნელოვანი საქმე გაუკეთა, ეს ახალგაზრდა აფან ციზმიჩია. მან ჯანლუიჯი დონარუმას პირსახოცში შეხვეული ფურცელი მოპარა, სადაც იტალიელთა მეკარეს მეტოქე გუნდის ფეხბურთელების დარტყმის მიმართულებები ეწერა.

ამ ამბის შემდეგ სოციალურ ქსელში აქტიურად მოითხოვენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი ბოსნია ჰერცოგოვინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანოს.

აფან ციზმიჩის ინტერვიუ:

ფურცელი დავინახე და მაშინვე მივხვდი რაც იყო, ავიღე და დავმალე. ფურცელზე ჩვენი მოთამაშეების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ეწერა, ამის გარეშე დონარუმას მხოლოდ ინსტიქტებზე დაყრდნობა შეეძლო. მომხდარის შემდეგ ის იმედგაცრუებული და ძალიან გაბრაზებული იყო, მან როდესაც პირსახოცი აიღო მიხვდა, რომ ფურცელი სადღაც გაქრა, ძებნა დაიწყო, მაგრამ ამაოდ. - აფან ციზმიჩი