Belive

FourFourTwo-მ სანაკრებო დონეზე 2000-იანი წლების საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, სანაკრებო დონეზე 2000-იანი წლების საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი - რონალდინიოა:

,,ყველა ფეხბურთელი ლამაზი ცრუმოძრაობებითა და მომაჯადოვებელი ფინტებით დაჯილდოებული არ არის, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მომგები ბრაზილიის ნაკრები მათ ძალიან ხშირად იყენებდა და თანაც, ყველაზე დიდ საფეხბურთო სცენებზე.

რონალდინიო ბურთით ჟონგლიორობდა, მეტოქეს ბურთს ფეხებს შორის უტარებდა და No-Look პასებს სახეზე ღიმილით აკეთებდა. ის განასახიერებდა ყველაფერს, რაც ბრაზილიურ ფეხბურთს ახასიათებს.'' - წერს FourFourTwo

გამოცემის რჩეულთა შორის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი - მათ შორის რონალდო, ზინედინ ზიდანი, კაკა, ხავი და ანდრეს ინიესტა მოხვდნენ.

2000-იანი წლების 10 საუკეთესო ფეხბურთელი FourFourTwo-ს ვერსიით:

  1. რონალდინიო

  2. ზინედინ ზიდანი

  3. კაკა

  4. ანდრეს ინიესტა

  5. ხავი

  6. კრიშტიანუ რონალდუ

  7. რონალდო

  8. რიო ფერდინანდი

  9. ანდრეა პირლო

  10. ლეო მესი

სხვა სტატიები