Belive

FourFourTwo-მ პრემიერლიგაში ზამთრის ყველაზე ცუდი ტრანსფერები დაასახელა

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრიტანული გამოცემის, FourFourTwo-ს ვერსიით, ,,ბრეშადან'' სავიო ნსერეკოს ,,ვესტ ჰემში'' გადასვლა, პრემიერლიგაში ზამთრის ყველაზე ცუდ ტრანსფერებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

,,სავიოს კარიერა ახლა გერმანიის დაბალ ლიგაში გრძელდება, მას, ასევე, ყაზახურ, ბულგარულ, ლიეტუვურ და რუმინულ გუნდებში უთამაშია, რაც, ალბათ, უფრო მეტს ამბობს მის რეალურ შესაძლებლობებზე, ვიდრე 2009 წელს, ბრეშადან ვესტ ჰემში 9 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადასვლა, რომელიც პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრანსფერი იყო.

,,ჩაქუჩებმა'' გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს 10-ნომრიანი მაისური დაუთმეს, თუმცა მან პრემიერ ლიგაში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა და 7 თვის შემდეგ ფიორენტინაში გაიყიდა.

ათეულში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი, მათ შორის ფერნანდო ტორესი, ენდი ქეროლი და ალექსის სანჩესიც მოხვდნენ.

FourFourTwo - 10 ყველაზე ცუდი ზამთრის ტრანსფერი პრემიერლიგის ისტორიაში:

  1. სავიო ნსერეკო - ბრეშადან ვესტ ჰემში 9 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

  2. ფერნანდო ტორესი - ლივერპულიდან ჩელსიში 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ; ენდი ქეროლი - ნიუკასლიდან ლივერპულში 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

  3. კოსტას მიტროღლუ - ოლიმპიაკოსიდან ფულემში 12,4 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

  4. გიდო კარილიო - მონაკოდან საუთჰემპტონში 19,1 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

  5. აფონსო ალვეში - ჰეერენვენიდან მიდლსბროში 12,5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

  6. კრის სამბა - ანჟიდან ქპრ-ში 12,5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

  7. ბენი მაკკარტი - ბლექბერნიდან ვესტ ჰემში 2,25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

  8. ჟან-ალენ ბუმსონგი - რეინჯერსიდან ნიუკასლში 8 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

  9. ჟან მაკუნი - ლიონიდან ასტონ ვილამდე 6,2 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

  10. ალექსის სანჩესი - არსენალიდან მანჩესტერში (ენრიკ მხითარიანში გაიცვალა).

სხვა სტატიები