Belive

FourFourTwo-მ ბარსელონას ისტორიაში 10 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, კატალონიის ,,ბარსელონას'' ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია.

,,ამაში რომ დარწმუნდეთ, რიცხვები უნდა ნახოთ - ბარსელონაში ჩატარებულ 778 მატჩში 672 გოლი და 228 ასისტი, 10 ლა ლიგა, 4 ჩემპიონთა ლიგა, 7 ოქროს ბურთი (ბარსელონაში), 6 ოქროს ბუცი, 8 ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგაზე (რაც რონალდუსთან ერთად რეკორდია).

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მესის მიღწევებზე ციფრებში, მაგრამ, ალბათ, ეს არ ასახავს იმ ჯადოქრობას, რომელიც მან ბარსელონას გულშემატკივრებს აჩუქა. ბოლო წუთზე გატანილი გოლი ელ კლასიკოში, ბოატენგის წაქცევა, გოლი ხეტაფეს წინააღმდეგ, ცრუ ცხრიანზე გადასვლა, 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი... მან უთვალავჯერ გააკეთა ის, რაც სხვამ ვერავინ შეძლო.

მესი არ არის მხოლოდ ბარსელონას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, ის ყველაზე ნიჭიერი ადამიანია მათ შორის, ვისაც საფეხბურთო ბუცების თასმა ერთხელ მაინც შეუკრავს. - წერს FourFourTwo
Lionel Messi celebration vs Real Madrid: Barcelona legend's infamous  Clasico jersey taunt explained | Goal.com

გამოცემის რჩეულთა შორის მეორე ადგილს ხავი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი ანდრეს ინიესტაა.

FourFourTwo - 10 საუკეთესო ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში:

  1. ლეო მესი

  2. ხავი

  3. ანდრეს ინიესტა

  4. იოჰან კრუიფი

  5. რონალდინიო

  6. დიეგო მარადონა

  7. სამუელ ეტო'ო

  8. რონალდ კუმანი

  9. სესარ როდრიგესი

  10. მიქაელ ლაუდრუპი

სხვა სტატიები