პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა განახლებული სია გამოაქვეყნა.
ისტორიაში პირველად, FORBES-ის სიას სათავეში "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი ჩაუდგა. ის წელიწადში $127 მილიონს იღებს, რომელთაგანაც 35 მილიონი სპონსორებისგანაა.
მესი ბოლო 19 წლის განმავლობაში მხოლოდ მე-4 სპორტსმენია, ვინც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადის "ტიტულს" ფლობს. ამ წლების განმავლობაში ასეთები იყვნენ: ტაიგერ ვუდსი (გოლფი) - 12-ჯერ, ფლოიდ მეივეზერი (პროფესიული კრივი) - 4-ჯერ და კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 2-ჯერ.
მესიმ პირველ ადგილზე მეივეზერი შეცვალა, რომელსაც ბოლო 12 თვე არსად უასპარეზია. პირველ სამეულში კი ყველა ფეხბურთელია. მეორეზეა კრიშტიანუ რონალდუ $109 მილიონით, მესამეზე კი ნეიმარი - $105 მილიონით.
FORBES-მა ეს სია პირველად 1990 წელს გამოაქვეყნა. სიის პირველ სამეულში ფეხბურთელები კი პირველად მოხვდნენ.
სიის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 127 მილიონი დოლარი.
კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 109 მილიონი დოლარი.
ნეიმარი (ფეხბურთი) - 105 მილიონი დოლარი.
საულ ალვარესი (კრივი) - 94 მილიონი დოლარი.
როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 93.4 მილიონი დოლარი.
რასელ უილსონი (ამერიკული ფეხბურთი) - 89.5 მილიონი დოლარი.
აარონ როჯერსი (ამერიკული ფეხბურთი) - 89.3 მილიონი დოლარი.