Belive

footballtransfers-მა ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

footballtransfers.com-ის ვერსიით, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"ნაპოლიმ" 33 წლის განმავლობაში პირველი სკუდეტო მოიგო, როდესაც ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიას შთაგონებულმა გუნდმა ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობით გაანადგურა ლიგის დარჩენილი ნაწილი.

იტალიურ გუნდებს ჰქონდათ საუკეთესო სეზონი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ევროპაში, სამივე ევროპული ტურნირის ფინალში იტალიური კლუბი გავიდა: "ინტერი" ჩემპიონთა ლიგაზე, "რომა" ევროპა ლიგაზე და "ფიორენტინა" კონფერენს ლიგაზე.

ჩემპიონთა ლიგის საგზური დიდი ბრძოლა გაიმართა, საბოლოო ჯამში კი "ინტერმა", "ლაციომ" და "მილანმა" ოთხეულის საგზური მას შემდეგ მოიპოვეს, რაც ტურინის "იუვენტუსს" 10 ქულა ჩამოაკლეს. "სამპდორია" და "კრემონეზე" დაქვეითდნენ და მათ შეუერთდებიან "სპეცია" ან "ვერონა".

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ ნიგერიელი და ქართველი შემტევები არიან.

დრიბლინგის მანქანას, კვარაცხელიას, ლიგაში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი აქვს დიდ მანძილზე და ის სტატისტიკურად დომინირებდა სერია A-ში თითქმის ყველა შემტევ კომპონენტში სეზონის პირველ ნახევარში - შექმნილი შანსებიდან დაწყებული საკვანძო პასებით დამთავრებული. რაც შეეხება თავდაცვას, სეზონის ბოლო პერიოდში მან უკვე ამ ფაზაშიც მოუმატა. მთლიანობაში, 22 წლის ფეხბურთელისთვის, სერია A-ს პირველ სეზონში 12 გატანილი გოლი და 10 საგოლე პასი შთამბეჭდავი შედეგია", - წერს footballtransfers.com-ი.

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. “ნაპოლი” სეზონის დასკვნით მატჩს, სერია A-ს 38-ე ტურის ეგიდით, სერია B-ში დაქვეითებულ “სამპდორიასთან” გამართავს – მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები