Belive

Football Insider-ის ინფორმაციით, ნიუკასლის მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელია იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შეუძლებელი იყო, რომ ასეთი სეზონის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ქართველი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბად ითვლება და მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ნაპოლის" მოუწევს დიდ ზეწოლას გაუძლოს. ასეც რომ იყოს, ნეაპოლიტანურ კლუბი ხვიჩას შესანარჩუნებლად, მისთვის ხელფასის გაზრდას აპირებს.

მიუხედავად ამისა, ხვიჩას მაინც ბევრი მსურველი ჰყავს, რომელთა შორის ერთ-ერთი "ნიუკასლი" არის. ამის შესახებ ინგლისური პორტალი Football Insider იტყობინება: "დიდი გადატრიალება - ხვიჩა კვარაცხელია "კაჭაკების" მთავარი სამიზნე იქნება."

თუმცა, იტალიური კლუბის პოზიცია საკმაოდ მყარია. ისინი კვარაცხელიას გაშვებას არ აპირებენ. AreaNapoli-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, “ნაპოლი” ქართველს ხელფასს 3 მილიონამდე გაუზრდის.

ხვიჩას ამ სეზონში 30 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 14 გოლთან ერთად 16 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები