Belive

ფლიკი: 'ვფიქრობთ, ვილიარეალთან მხოლოდ ბარსელონას აღზრდილები გამოვიყვანოთ'

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამ კვირაში ბარსელონამ მეორე ტირული მოიგო. მათ თანაქალაქელი ესპანიოლი 2:0 დაამარცხეს და ლა ლიგის 28-ე თასი მოიპოვეს. გოლები ლამინე იამალმა და ფერმინ ლოპესმა გაიტანეს - კომფორტული გამარჯვება და ჩემპიონობა 2 ტურით ადრე.

ტიტულის მოპოვების შემდეგ, ფლიკს შეუძლია თავისი პირველი გუნდის მოთამაშეები დაასვენოს და ახალგაზრდებს საშუალება მისცეს თავი გამოიჩინონ. ვილარეალის წინააღმდეგ, ლა ლიგის მომავალ მატჩამდე, გერმანელმა მწვრთნელმა მიანიშნა, რომ შესაძლოა განიხილოს სასტარტო შემადგენლობა, რომელშიც თერთმეტივე ადგილობრივი მოთამაშე იქნება წარმოდგენილი.

ამ თემაზე ვისაუბრეთ, შეგვიძლია შემადგენლობა ლა მასიას აღზრდილებით დავაკომპლექტოთ, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია.

ჩემმა მოთამაშეებმა წვეულებები მოაწყეს. ზოგიერთი დილამდე ერთობოდა, თუმცა თუ გართობა შეუძლიათ, მუშაობაც შესაძლებელია. - განაცხადა ჰანსი ფლიკმა

ბარსელონა ვილიარეალის წინააღმდეგ მატჩს 18 მაისს ჩაატარებს. ლა ლიგის 37-ე ტურში ყველა შეხვედრა ერთ დროს, 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები