ფლიკი: ,,პირველი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველის გუნდთან, რომელმაც ვილიარეალი დაამარცხა''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, რასინგთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,რასინგი ახალგაზრდული გუნდია, რომელშიც თამამი ფეხბურთელები თამაშობენ. ბუნებრივია, რომ მათ სტადიონზე დიდი ზეწოლა გველის და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
კანსელუ? საუდის არაბეთში გადავწყვიტეთ, რა გვჭირდება ახლა. ძალიან კმაყოფილები ვართ კუბარსით, გარსიათი და არაუხოთი. ჟოაუ კი ფანტასტიკური ფეხბურთელია და ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მათ შორის - შეტევაშიც. ვფიქრობ, სანტანდერში რამდენიმე წუთს ითამაშებს.
რეალთან გამარჯვება? ასეთი მომენტებით უნდა დავტკბეთ, რადგან მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება. ბარსელონას ხელმძღვანელობა ჩემ მიმართ კეთილგანწყობილია და ამის გააზრება მიყვარს. ასე გულმოდგინედ სწორედ ამიტომ ვმუშაობთ. სეზონის პირველი ტიტული მოვიგეთ, თუმცა ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველის იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ვილიარეალი დაამარცხა. როცა ბარსელონას ფეხბურთელი ხარ, მოედანზე ყველაფერი უნდა გააკეთო.
ალონსოს გათავისუფლება? ეს ფეხბურთია და ჩემი საქმე არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ ხაბისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. წარმატებებს ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, მალე შესანიშნავ პროექტს ჩაიბარებს. ის ბრწყინვალე მწვრთნელია და დიდი მომავალი აქვს.
არბელოა? როცა რეალის წინააღმდეგ ვითამაშებთ, მასთან შეხვედრის საშუალება მაშინ მექნება.'' - ფლიკი
ესპანეთის თასის 1/8-ფინალში ბარსელონა რასინგს დაუპირისპირდება, მატჩი ხვალ ღამით (00:00) გაიმართება.
🚨 Hansi Flick: "Racing Santander are a young, brave team. I like what I've seen and the atmosphere in the stadium will be something, so we have to be prepared." pic.twitter.com/i0KrPw41Py
— barcacentre (@barcacentre) January 14, 2026