Belive

ფლიკი ინტერთან მატჩზე: ,,დაცვაში მეტი კონცენტრირება გვჭირდება''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ,,ინტერთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,როცა სეზონი დავიწყეთ, იმის შესახებ თუ რას მივაღწიეთ, წარმოდგენაც კი არავის ჰქონია. გვინდა, რომ ფეხბურთის თამაშით სიამოვნება მივიღოთ და ასევე, გულშემატკივრებმაც ისიამოვნონ.

ჩვენ უკვე ამ სეზონში 2 ტიტული მოვიგეთ, ასეთ მატჩებში თამაშით კი თითოეული ფეხბურთელი იზრდება. ახლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ და აქ შიშის ადგილი არ არის, ამ ყველაფრით უნდა ვისიამოვნოთ, ყველას უნდა ვაჩვენოთ, რამდენად კარგები ვართ.

ინტერი ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდია. შესაბამისად, დაცვაში მეტი კონცენტრირება ნამდვილად გვჭირდება.

ტრავმების მხრივ ვერაფერს შევცვლით, ცხადია, არ მიხარია, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ბალდე და კუნდე მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან, თუმცა გვყავს სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც მცველის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ.

დუმფრისი? პერსონალთან ერთად ყველაფერი გავაანალიზეთ. ბევრად უკეთესი დაცვა გვჭირდება და შესაძლოა, გარკვეულ ცვლილებებს მივმართოთ. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია.

იამალი? უკვე 8 თვეა, რაც აქ ვარ და კარგად მიცნობთ. იამალი 17 წლის გენიოსია, ეს წარმოუდგენელია. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია.

ორივე გუნდს სურს, რომ საკუთარი სტილი გამოავლინოს და ფინალში ისე გავიდეს. ინტერს ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს და ისინი უნდა გავაჩეროთ. მეტოქემ მონჟუიკზე თავისი შესაძლებლობები კარგად გამოიყენა. სივრცეების დახურვა და დაცვაში ყველას ჩართულობა გადამწყვეტი იქნება.'' - ჰანსი ფლიკი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,ინტერი'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

სხვა სტატიები