ფლიკი: ,,ბოლო 10 წუთში ჩემი გუნდი ცოტათი მოეშვა''
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, პარი სენ ჟერმენთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, ორივე გუნდის შესრულებით ფანტასტიკური თამაში ვიხილეთ. ბურთის ფლობისას შეცდომები დავუშვით, თუმცა ბევრი კარგიც დავინახე. დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის შესანიშნავი ტესტი იყო. გამოჩნდა, რაში გვაქვს მოსამატებელი და ზუსტად ამაზე ვიმუშავებთ.
ბოლო 10 წუთში ჩემი გუნდი ცოტათი მოეშვა და მე-4 გოლიც სწორედ მაშინ გავუშვით. როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრი კარგი რამ დავინახე და ნეგატივზე კონცენტრირებას არ ვაპირებ. შევხედავთ, რისი გაუმჯობესება შეგვიძლია.
პირველი ორი თამაში რომ ყოფილიყო, იმ შანსებს გამოვიყენებდით, რომლებიც ხელიდან გავუშვით. მეტი სიმშვიდე გვმართებს. ზოგჯერ ჩვენი მოქმედება უფრო მკაფიო უნდა იყოს და საჯარიმოსთან, გადამწყვეტ მომენტებში, გოლის გატანის მეტი რწმენა გვჭირდება. სწორედ ეს დავინახეთ დღეს პარიზელების შესრულებით.
ის, რაც ბოლო კვირების განმავლობაში გავაკეთეთ, უბრალოდ დაუჯერებელია - როგორც დამოკიდებულება, ისე თამაშის ხარისხი. ვეცადეთ, ზუსტად ისეთი ფეხბურთი გვეთამაშა, როგორიც გვსურს და მაღალ პრესინგსაც მივმართეთ. დღეს მოედანზე ბევრი ფანტასტიკური ეპიზოდი ვიხილეთ.'' - ჰანსი ფლიკი
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონას უმასპინძლა 4:2 დაამარცხა.
3 ტურის შემდეგ ფლიკის გუნდს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა.