FIFPRO-მ და FIFA-მ სატრანსფერო რეგულაციები შეცვალეს
ფიფამ და პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPRO) ხელი მოაწერეს ისტორიულ მემორანდუმს, რომელიც ფეხბურთის მართვის სისტემას ძირეულად ცვლის. რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.
აი, რას წერს FIFPRO ახალი წესების შესახებ:
ფეხბურთელების წილი სატრანსფერო თანხიდან: პირველად ისტორიაში ფეხბურთელებს ექნებათ ოფიციალურად აღიარებული წილი იმ გარიგებიდან, რომელსაც მათივე ტრანსფერი აგენერირებს. მოთამაშეებს, რომელთა ანაზღაურება სეზონში 150 000 ევროზე ნაკლები ან მისი ტოლია, გარანტირებულად გადაეცემათ მათი ტრანსფერიდან მიღებული თანხის პირდაპირი წილი - სავალდებულო, მინიმუმ 5%, რომელსაც პირდაპირ გამყიდველი კლუბი გადაიხდის.
ცვლილებები მე-17 მუხლში: ფეხბურთელებს აღარ შეუმცირდებათ კუთვნილი კომპენსაცია მხოლოდ იმის გამო, რომ უსამართლოდ მოპყრობის შემდეგ ახალი კლუბი იპოვეს. იმ შემთხვევაში, თუ კლუბები დაარღვევენ თავიანთ ვალდებულებებს, მოთამაშეებს უფლება აქვთ სრულად მიიღონ კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურება, ხოლო ბოროტად გამოყენების/არაკეთილსინდისიერი ქმედებების დროს, დამატებითი სანქციები დაწესდება.
დაცვა არაკეთილსინდისიერი პრაქტიკისგან: მოთამაშეები დაცულნი იქნებიან ძალადობრივი ან ზეწოლის შემცველი პრაქტიკისგან. მათზე ზეწოლა, იძულებითი ვარჯიში, პასპორტების ჩამორთმევა ან რეგისტრაციის პროცედურების ბოროტად გამოყენება, ამიერიდან მკაცრად და პირდაპირ იკრძალება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება 18 წლამდე ასაკის მოთამაშეებს ეხება - მათთან კონტრაქტის გაფორმება, ამჟამინდელი 3 წლის ნაცვლად, მაქსიმუმ 5 წლით იქნება შესაძლებელი, თუმცა გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით.
როგორც BBC Sport წერს, ფეხბურთელები პირველად მიიღებენ ოფიციალურ წარმომადგენლობასა და ვეტოს უფლებას კალენდართან და სატრანსფერო სისტემასთან დაკავშირებული საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებისას.
,,ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ფეხბურთისთვის. იმის უზრუნველყოფა, რომ მოთამაშეებსა და მათ წარმომადგენლებს ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა მათ კარიერაზე მოქმედი გადაწყვეტილებების მიღებისას, სასარგებლოა არა მხოლოდ ფეხბურთელებისთვის, არამედ, მთლიანად, თავად ფეხბურთისთვის!'' - FIFPRO-ს პრეზიდენტი სერხიო მარჩი
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, გარიგების შესახებ აცტეკას სტადიონზე, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ გამოაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეებმა სრულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამასთანავე, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გადატვირთული კალენდრის მთავარი პრობლემა ბოლომდე მაინც არ არის მოგვარებული.
On the eve of the FIFA World Cup 2026™, FIFA and FIFPRO have concluded a historic Memorandum of Understanding (MoU), opening a new chapter in cooperation between the two organisations and football governance in general.
— FIFA Media (@fifamedia) June 10, 2026
The agreement, which comes into effect immediately and… pic.twitter.com/na4MdpNYua