Belive

ფიფაში საჩივარი შეტანილია | ეგვიპტელები მსაჯს ადანაშაულებენ

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინასთან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში დამარცხების შემდეგ, ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ მსაჯების გადაწყვეტილებების გამოძიება მოითხოვა.

როგორც Diaro As წერს, ასოციაციის პრეზიდენტმა, ჰანი აბო რიდამ, ფრანგი მსაჯის, ფრანსუა ლეტექსიესა და მისი სამსაჯო ბრიგადის წინააღმდეგ ფიფაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.

ასოციაციამ ფრანგული სამსაჯო ბრიგადის მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩამოშორება მოითხოვა. ეგვიპტელები მიიჩნევენ, რომ ლეტექსიემ არგენტინის გამარჯვებაში ,,გადამწყვეტი როლი'' ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში როგორც ცალკეულმა ეროვნულმა ფედერაციებმა (მათ შორის ბელგიის), ისე კონფედერაციებმა (მათ შორის უეფამ), მსაჯების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტურნირზე მსაჯობის ზოგადი დონე საკმაოდ დაბალია.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინის ნაკრებმა ეგვიპტე 2-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, 3:2 დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა.

მომდევნო ეტაპზე მოქმედი ჩემპიონების მეტოქე შვეიცარია იქნება, რომელმაც კოლუმბიას პენალტების სერიაში მოუგო.

სხვა სტატიები