Belive

FIFA 22 | 22 საუკეთესო მოთამაშე ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
EA Sports-მა ახლახანს FIFA 22-ის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგები გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, წელს ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის საუკეთესო ფეხბურთელი წელსაც ლეო მესი იქნება. ლეგენდარული არგენტინელის რეიტინგი 93-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ EA Sports-ის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილზე არა კრიშტიანუ რონალდუ, არამედ რობერტ ლევანდოვსკი იქნება. პოლონელი თავდამსხმელი მესის 1 ქულით (92) ჩამორჩება. რაც შეეხება პორტუგალიელს, ის მესამე პოზიციას იკავებს (91).

FIFA 22-ის TOP 22 ფეხბურთელი:

0_FIFA-22-ratings-top-22
FIFA 22 მოთამაშეებისთვის ხელმისაწვდომი 1 ოქტომბრიდან იქნება.

სხვა სტატიები