ფერან ტორესი: "ეს გოლი მხოლოდ მე არ გამიტანია - ეს გოლი 47 მილიონმა ესპანელმა გაიტანა"
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. „ფურია როხამ“ დრამატულ ბრძოლაში, მეორე დამატებულ დროში არგენტინის გატეხვა მოახერხა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა. მატჩის ერთადერთი და საჩემპიონო გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფერან ტორესმა გაიტანა, რის შედეგადაც ესპანეთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.
მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვების გოლის ავტორმა - ფერან ტორესმა პირველი კომენტარი გააკეთა. ტორესმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გუნდს საკუთარი ძალების ბოლომდე სჯეროდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და ესპანეთს ისტორიული ტიტული მოუტანა.
„საბოლოო ჯამში, როცა მოწინააღმდეგე გუნდში მესი გყავს, ბუნებრივია, ცოტათი ნერვიულობ, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, ჩვენი საკუთარი ფეხბურთი გვეთამაშა.
როგორც იქნა, ისტორია დაიწერა. ჩვენ ყოველთვის საკუთარ თავზე ვიყავით დამოკიდებული, იმაზე, რომ ფეხბურთი გვეთამაშა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
ეს გოლი მე კი არ გამიტანია, არამედ 47 მილიონმა ადამიანმა – 47 მილიონმა ესპანელმა... ეს ყველა ესპანელისთვისაა. ესპანეთს გაუმარჯოს!“ - ფერან ტორესი
არგენტინამ ტიტულის შენარჩუნება ვერ შეძლო და მსოფლიო გვირგვინი ესპანეთს დაუთმო - ფერან ტორესმა კი მუნდიალი 1 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაასრულა, თუმცა მან საკუთარ ქვეყანას ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აჩუქა - მსოფლიო ჩემპიონობა.