Belive

ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგი - ბირმინგემმა რეკორდი დაამყარა!

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისურმა კლუბმა "ბირმინგემმა" მსოფლიო ფეხბურთის ისტორია დაწერა და მათ ისეთი შედეგი დააფიქსირეს, რაც აქამდე ამ სპორტის სახეობაში არასოდეს მომხდარა.

კერძოდ - "ბირმინგემმა" ინგლისის ლიგა 1-ში, სეზონი 111 ქულით დაასრულეს და "ჩემპიონშიფის" საგზური მოიპოვეს. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, არცერთი ქვეყნის ჩემპიონს არ დაუგროვებია 111 ან მეტი ქულა და ეს პირველი შემთხვევაა.

ამ ფაქტამდე, მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი "ცრვენა ზვეზდასა" (სერბეთი) და "ტოკიო ვერდის" (იაპონია) ჰქონდათ დამყარებული, მათ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატები 108 ქულით მოიგეს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქამდე მხოლოდ "რექსჰემს" ჰქონდა დაფიქსირებული 111 ქულა, ინგლისის მე-6 ლიგაში, თუმცა ის ჩემპიონატი სრულიად პროფესიონალურად არ ითვლებოდა, სწორედ ამიტომ მათ ეს შედეგი მსოფლიო რეკორდად არ ჩაეთვალათ.

"ბირმინგემმა" ჩემპიონატი 34 გამარჯვებით დაასრულა, 9-ჯერ ფრედ ითამაშეს, ხოლო 3-ჯერ დამარცხდნენ. 84 გოლი გოლი გაიტანეს და მხოლოდ 31 მიიღეს საკუთარ კარში.

მომავალი სეზონიდან ბირმინეგემელები "ჩემპიონშიფში" ითამაშებენ, სადაც პრემიერ ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ.

სხვა სტატიები