ფატი ვასკესი: "იამალს გოგოების კალენდარი აქვს, რომელსაც მისი აგენტი უდგენს"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
29 წლის ინფლუენსერმა, ფატი ვასკესმა, რომელიც ლამინე იამალის მეგობარი გოგონა იყო, იამალის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
"ჩემთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ლამინე იამალი სხვა გოგოსთან იყო. ამას იმ ფოტოებიდან მივხვდი, რომლებიც გამოვაქვეყნე. იმ გოგომ დამირეკა და მითხრა: „ლამინესთან შენც იყავი? მე შენს ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე წამოვედი...
ლამინეს აგენტი მისთვის კალენდარს ადგენს და უგეგმავს დღეებს იმ გოგონებთან, რომლებსაც ხვდება. ლამინეს გოგონების კალენდარი აქვს." - ფატი ვასკესი
შეგახსენებთ, რომ ლამინე იამალის შესახებ ამ ისტორიას უკვე მესამე გოგოსგან ვისმენთ - ამჟამინდელი ინფორმაციით, 18 წლის ესპანელ სუპერვარსკვლავს ამჟამად არგენტინელი შეყვარებული, მომღერალი - ნიკი ნიკოლე ჰყავს.