ფანების თავდასხმის შემდეგ, ბოგა და მოფი ნიცას დატოვებას აპირებენ
ნიცას თავდამსხმელები, ჟერემი ბოგა და ტერემი მოფი კვირას მომხდარი ინციდენტის გამო, ფრანგული კლუბის დატოვებას აპირებენ. ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს.
ლორიანთან მარცხის შემდეგ (ეს იყო გუნდის ზედიზედ მე-6 წაგება ყველა ტურნირზე) ნიცას 400-მდე გულშემატკივარი გუნდის ბაზაზე მივიდა. თავდაპირველად მათ მთავარი მწვრთნელის გათავისუფლება მოითხოვეს, შემდეგ კი ათობით ფანი ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდა. განსაკუთრებით სწორედ ბოგა და მოფი დაზარალდნენ, რომლებსაც როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც RMC Sport წერს, ორივე აფრიკელს გუნდის დატოვება ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს. მანამდე კი ისინი ნიცას ხელმძღვანელობამ რამდენიმედღიან შვებულებაში გაუშვა. ორშაბათს ორივე მათგანმა პოლიციაში სავარაუდო თავდამსხმელების შესახებ ჩვენება მისცა.
მოფი ნიცაში 2023 წლის იანვრიდან თამაშობს, ბოგა კი ფრანგულ გუნდს ამავე წლის ზაფხულში შეუერთდა.
Jérémie Boga and Terem Moffi reportedly do not want to play for Nice again after the attack, as manager Franck Haise considers his futurehttps://t.co/gESRMiLFM9 pic.twitter.com/6zihrqwf1p
— Telegraph Football (@TeleFootball) December 2, 2025