ფაბრიციო მიკოლის ბოლო თამაში პალერმოში - იტალიელს გაცილება მოუწყვეს
პალერმოს „რენცო ბარბერას“ სტადიონზე დიდი ზეიმი და ემოციური ატმოსფერო სუფევდა - ფაბრიციო მიკოლი ფეხბურთს ოფიციალურად დაემშვიდობა. 47 წლის იტალიელის გამოსამშვიდობებელ საღამოს პალერმოს მრავალი ყოფილი ვარსკვლავი და ცნობილი სახე დაესწრო.
შეხვედრაში „The Last Match - Miccoli Legends Game“ (უკანასკნელი მატჩი/მიკოლი ლეგენდების თამაში) სერია A-ს მრავალმა ყოფილმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ფაბრიციო მიკოლის გუნდი იტალიელ ტელეარტისტთა ნაკრებს დაუპირისპირდა.
ღონისძიებას, სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, ესწრებოდნენ: ამაური, ილიჩიჩი, ბალცარეტი, მილიაჩო, ლივერანი, სიმპლისიო, კასანი, ბოვო, კაროძიერი და გოიანი. მოედანზე ასევე ვიხილეთ ნუნო გომეში, ნაინგოლანი, დიეგო მიკოლი (ფაბრიციოს ვაჟი) და დიეგო არმანდო მარადონა უმცროსი. მიკოლის გუნდს სათავეში დავიდე ბალარდინი ედგა, მოედანზე სათამაშოდ პალერმოს მოქმედი დამრიგებელი, ფილიპო ინძაგიც გამოვიდა.
საღამოს ყველაზე ემოციური და კულმინაციური მომენტი მაშინ დადგა, როდესაც დიეგო მიკოლიმ გოლი მამის, ფაბრიციოს საგოლე გადაცემით გაიტანა.
მიკოლი პალერმოს ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა. მან კლუბის მაისურით ჩატარებულ 177 ოფიციალურ მატჩში 81 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირზე ერთად). ის ასევე არის პალერმოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იტალიის უმაღლეს დივიზიონში (სერია A) - 74 გოლით.
წლების განმავლობაში ის პალერმოს უცვლელი კაპიტანი და მოედანზე მთავარი ლიდერი იყო (2007/2013), მოედანზე გამოვლენილი უდიდესი ენერგიის გამო მიიღო მან გულშემატკივრებისგან მეტსახელი „Il Romario del Salento“ (სალენტოელი რომარიო) და დღემდე პალერმოს სიმბოლოდ ითვლება.
Miccoli saluta il Barbera 🥹🏟️
— DAZN Italia (@DAZN_IT) September 26, 2026
Per sempre nel cuore dei rosanero 🩷🖤
Rivivi The Last Match - Miccoli Legends Game su #DAZN pic.twitter.com/jcVfekzdQr