Belive

ფაბიო კანავარო სერია A-ში ბრუნდება

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და მსოფლიო ჩემპიონს, ფაბიო კანავაროს, სეზონის ბოლომდე "უდინეზეს" ჩააბარებენ.

გამოწვევა საკმაოდ რთულია: ფაბიოს ხუთნახევარ თამაშში მოუწევს უდინეზე სერია A-დან გავარდნისგან იხსნას. კლუბმა ამ სეზონში უკვე მეორედ გადაწყვიტა მწვრთნელის შეცვლა, კანავარო ამ პოსტზე გაბრიელ ჩოფის ჩაანაცვლებს, რომელიც, თავის მხრივ, ოქტომბერში დაინიშნა ანდრეა სოტილის მაგივრად.

საინტერესოა, რომ კანავაროს სერია A-ში მწვრთნელობის დებიუტი ძველ მეგობართან, დანიელ დე როსისთან შეხვედრით შედგება. უდინეზემ და "რომამ" შეწყვეტილი მატჩის ბოლო 20 წუთი უნდა აღადგინონ. 5 მაისს კანავარო და მისი გუნდი "მარადონაზე" "ნაპოლის" ეწვევა, იმ გუნდს, რომლის პრეზიდენტიც კანავაროს ალტერნატივაზე ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ჯერ მაცარიზე, შემდეგ კი კალცონაზე შეაჩერა.

კანავაროს სერია B-ში "ბენევენტოსთან" ერთად აქვს ნამუშევარი - 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე. მანამდე ფაბიომ გამოცდილება "გუანჟოუ ევერგრანდში", "ალ-ნასრიში", "ტიანჯანსა" და ჩინეთის ნაკრების მწვრთნელად მუშაობისას მიიღო.