Belive

ეზგიან ალიოსკი: "თბილისი კარგად მახსოვს, აქ ოცნებები ავისრულეთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებთან მოახლოებული უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების გამოცდილმა ნახევარმცველმა, ეზგიან ალიოსკიმ კომენტარი გააკეთა.

"მოგესალმებით. ჩვენ ეს ქალაქი სტადიონი ძალიან კარგად გვახსოვს, რადგან აქ ჩვენ ოცნებები ავიხდინეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ამის მიუხედავად, დღეს აქ სხვა სიტუაციაა. ვიცით, რომ ხვალ სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშებთ და რთულ შეხვედრას ველით. სკოპიეში მარცხი ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო და ამის გამო ამ მატჩში დადებითი შედეგის ჩვენება და სიტუაციის გამოსწორება გვსურს", - თქვა "ფენერბახჩეს" 30 წლის ნახევარმცველმა.

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.​

სხვა სტატიები