"ეჭვი არ შემპარვია" - ბერნარდუ სილვა მადრიდის რეალში გადასვლის ნამდვილ მიზეზს ამხელს
ბერნარდო სილვა მადრიდის რეალის ფეხბურთელად ოფიციალურად წარადგინეს. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, "სამეფო კლუბთან" ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. სილვამ, რეალში გადასვლით, უდიდესი სიხარული გამოხატა და განაცხადა, რომ ამ გუნდის მაისურის ტარება, ბავშვობის ოცნება იყო.
სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, სილვას, სტადიონის ასლი, საათი და 20-ნომრიანი მაისური გადაცეს. ცერემონიის შემდეგ, მადრიდის რეალის ტელევიზიასთან საუბრისას, პორტუგალიელმა ვერ დამალა, თუ რამდენად ბედნიერია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში თამაშით.
ძალიან ბედნიერი ვარ. როცა აქ მოდიხარ, პრეზიდენტთან ერთად ერთ ოთახში ხარ და ყველა ტიტულს გაჩვენებენ, უკვე გრძნობ, რამდენად დიდია, რეალი. რეალი, რომ უდიდესი კლუბია ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ აქ ყოფნისას, ამ კლუბში თამაშისას, ამას უფრო მეტად აცნობიერებ.
ბავშვობიდან, როცა ჯერ კიდევ არ იცი ფეხბურთელი გახდები თუ არა, შენი ოცნებაა, ისეთ კლუბში ითამაშო, როგორიც რეალია. აქ ყოფნა, ამ კლუბში თამაში, ტიტულებისთვის ბრძოლა და გუნდის გამარჯვების გზის გაგრძელება, ჩემთვის განსაკუთრებული რამაა.
როცა რეალმა დამირეკა ეჭვი არ შემპარვია. როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემით ინტერესდებოდნენ, მაშინვე დავთანხმდი. ისეთ კლუბში თამაშს, რომელსაც 15 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, ყველა ვერ ახერხებს. მე კი ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. აქ ყოფნა ოცნების ახდენაა. - ბერნარდო სილვა
🎙️ @BernardoCSilva: "Jugar en un club que tiene 15 Champions no es para todos". pic.twitter.com/kKoaEI7nmI
— Real Madrid C.F. (@realmadrid) August 19, 2026
32 წლის ფეხბურთელმა რეალის მაისური უკვე მოირგო. სილვა, არაოფიციალურ მატჩებში, უნგრულ ფერენცვაროსს, დეპორტივოსა და შალკეს დაუპირისპირდა. ახლა კი, პორტუგალიელი, ლა ლიგაში დებიუტისთვის ემზადება. მადრიდელები ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 22 აგვისტოს, ესპანიოლის წინააღმდეგ ჩაატარებენ.