Belive

ევროპული გრანდები ფრანგი ვარსკვლავის შესაძენად იბრძვიან

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული ბრწყინვალე მატჩების შემდეგ, ბენჯამინ პავარის შეძენით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება. "შტუტგარტის" 22 წლის მცველის შეძენა, ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ კლუბებს სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენის" და "ჩელსის" შემდეგ, პავარისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში "იუვენტუსიც" ჩაერთო. ტურინული გრანდის წარმომადგენლები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან, ახალგაზრდა ფრანგი მცველის გაფორმებას. transfermarkt.com-ზე ბენჯამინ პავარის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს უტოლდება.

სხვა სტატიები